იაპონური ანიმეს ფესტივალი
25 სექტემბერი
ზუგდიდი: ჯი-ჯი გიმნაზია (ცაიშვილის ქ. 32)
15:00 სიტყვების ბაღი (+12)
16:00 ივ'ის დრო
26 სექტემბერი
მესტია: სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი (იოსელიანის ქ. 7)
15:00 სიტყვების ბაღი (+12)
16:00 ივ'ის დრო
*** დასწრება თავისუფალია ***
● სიტყვების ბაღი (2013; 46 წუთი) (+12)
რეჟისორი: მაკოტო შინკაი
ენა: იაპონური
სუბტიტრები: ქართული
შინაარსი:
ტაკაო სკოლის მოსწავლე ბიჭია, რომელიც ოცნებობს მომავალში ფეხსაცმლის წარმატებული ოსტატი გახდეს. თუ წვიმიანი დილა გათენდა, ტაკაო სკოლის პირველ გაკვეთილს ჩვეულად აცდენს, რათა ლამაზ ბაღში ხალხისგან განმარტოვდეს და მჯდომარემ ისიამოვნოს წვიმის სურნელით. ერთ-ერთ წვიმიან დილას ბაღში მისული ტაკაო გაიცნობს იდუმალებით სავსე ასაკით უფროსს გოგონას - იუკინოს, რომელიც მისგან განსხვავებით დილიდანვე ლუდს და შოკოლადს მიირთმევს. იუკინო და ტაკაო გაურკვეველ ურთიერთობაში გაეხვევიან, რადგან ისინი მხოლოდ წვიმიან დღეებში შეხვედრაზე შეთანხმდებიან. წვიმის სეზონი ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება, რაც მოვლენებს სრულიად სხვაგვარად წარმართავს.
● ივ'ის დრო (2010; 106 წუთი)
რეჟისორი: იასუჰირო იოშიურა
ენა: იაპონური
სუბტიტრები: ქართული
შინაარსი:
მოქმედება ხდება ახლო მომავალში. ანდროიდი ტიპის რობოტები, რომლებიც ვიზუალურად თითქმის არ განსხვავდებიან ჩვეულებრივი ადამიანებისგან ყოველი ოჯახის მნიშვნელოვან საყოფაცხოვრებო ნივთად იქცა. ქუჩაში გამვლელები მათ მხოლოდ თავზე არსებული ციფრული რგოლით ასხვავებენ. ტექნოლოგიურ განვითარებას ახალი პრობლემებიც მოჰყვა. შეიქმნა ახალი სტერეოტიპი "ანდრო-ჰოლიკი", რომელსაც ანდროიდზე დაქვემდებარებულ ადამიანებს უწოდებენ. ანდროიდებს, ადამიანების მსგავსად გააჩნიათ თავიანთი კანონები, რომელიც მკაცრად რეგულირდება ეთიკის კომიტეტის მიერ. ერთ დღეს სკოლის მოსწავლეებმა რიკუომ და მისმა მეგობარმა მასაკიმ აღმოაჩინეს უცნაური "ივის კაფე", რომელიც ეთიკის კომიტეტის დაწესებულ დოგმას არღვევდა და საშუალებას აძლევდა ანდროიდებს და ადამიანებს თანაბარი უფლებებით ესარგებლათ. რიკუო და მასაკი კაფის შინაასრით ძლიერ დაინტერესდნენ. მათ გადაწყვიტეს ხშირი სტუმრობით ეპოვნათ ანდროიდების დამოუკიდებელი ქცევის ახსნა.
* * * * * * * *